მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს სპაგეტისა და მაკარონის ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან შემოაქვს

სპაგეტი

საქართველოს სპაგეტისა და მაკარონის ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან შემოაქვს. 2024 წლის 11 თვის სტატისტიკის თანახმად, ჯამში საქართველომ 18 მლნ აშშ დოლარის სპაგეტი, მაკარონი, ვერმიშელი, ატრია და მაკარონის სხვა ნაწარმი იყიდა, აქედან დაახლოებით ნახევარი - 8,5 მლნ აშშ დოლარის 9 913 ტონა რუსეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა იტალია - 3,4 მლნ აშშ დოლარის 2 659 ტონით, ხოლო მესამეზე - თურქეთი 1,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1 721 ტონით.

აღსანიშნავია, რომ იმპორტი 2023 წელთან შედარებით თანხაში 2024 წელს გაიზარდა. მოცულობაში კი მცირედით შემცირდა. კერძოდ, 2023 წლის 11 თვეში 17,9 მლნ აშშ დოლარის 19 646 ტონა მაკარონის ნაწარმი ვიყიდეთ, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტმა 18 მლნ აშშ დოლარის 18 076 ტონა შეადგინა. შესაბამისად, იმპორტი დაახლოებით 9%-ით გაძვირდა.

რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, საქართველოდან უმნიშვნელო რაოდენობის სპაგეტი და მაკარონი გადის. კერძოდ, 2024 წლის 11 თვეში საქართველოდან მხოლოდ 20 180 აშშ დოლარის ღირებულების 10 ტონა პროდუქტი გავიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, ექსპორტი უფრო მეტი - 106 980 აშშ დოლარის 50 ტონა იყო. ქართული მაკარონი აზერბაიჯანში, სომხეთსა და უზბეკეთში იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები