მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სტუდენტებმა აქციაზე მანიფესტი წარადგინეს - "ერთად ვიშრომოთ ევროპული მომავლისთვის"

62b5fe70c80b2
BM.GE
24.06.22 22:16
1056
საქართველოს სტუდენტებმა აქციაზე "შინ ევროპისკენ" მანიფესტი წარადგინეს. მათ ქართველ ხალხს ევროპული მომავლისთვის ერთობლივი შრომისკენ მოუწოდეს.

"ჩვენ საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ევროპას, ოლიგარქიისგან თავისუფალ სახელმწიფოს, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანას, ვირჩევთ სიტყვის თავისუფლებას, ევროპულ განათლებას, დამოუკიდებელ სასამართლოს, სამართლიან არჩევნებს, თანასწორობას, წარმატებულ ეკონომიკას, ღირსეულ სამუშაო გარემოს, ანტირუსულ პოლიტიკას, თავისუფალ, მშვიდობიან, ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრებას.

ჩვენ ახალგაზრდებმა ვიცით, რომ ევროპა არ ნიშნავს მხოლოდ გეოგრაფიულ ნაწილს,
ის არის იმ ღირებულებების მატარებელი და ერთიანობის განმამტკიცებელი, რომელსაც ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ვარეალიზებდით.

ჩვენ ქართველები საუკუნის წინ ვიყავით ევროპის ნაწილი. შეგახსენებთ, ილიას სიტყვებს: „ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!“. ამიტომ ქართველებო ერთად ვიშრომოთ ევროპული მომავლისთვის", - ნათქვამია მანიფესტში.

გადადგეს ღარიბაშვილი, შეიქმნას მთავრობა ეროვნული თანხმობით, დაიშალოს ოლიგარქია – აქციის "შინ ევროპისკენ" მოთხოვნები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები