მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს სუპერმარკეტების ქსელების რეიტინგი - Galt & Taggart

სუპერმარკეტი ინფლაცია მაღაზია

საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart-მა 2025 წლის 9 თვის მდგომარეობით სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო საქონლის (FMCG) ბაზრის მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, ეს ბაზარი წლიურად 10%-ით გაიზარდა და 17.9 მილიარდ ლარს მიაღწია. აქედან, ბრენდული ქსელების შემოსავალი 7.5 მილიარდ ლარს შეადგენს (ბაზრის 41.8%), რაც 11.6%-იან წლიურ ზრდას ნიშნავს.

კომპანიებს შორის საბაზრო წილით პირველ ადგილს "დეილი ჯგუფი" იკავებს, რომლის ბრენდებიც მოიცავს "დეილის", "სპარს", "კალათას", "მაგნიტს", "გვირილას" და "იოლს". აღნიშნული ჯგუფი გასულ წელს შემდგარი გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა. აღნიშნული ჯგუფის შემოსავალი ბაზრის ორგანიზებული სეგმენტის 29.1%-ს შეადგენს.

მეორე პოზიციას 18.1%-ით "ორი ნაბიჯი" იკავებს, ხოლო მესამე პოზიციაზე კი "ნიკორაა"16.3%-ით.

Galt & Taggart-ის თანახმად, საქართველოში სულ 4,192 ბრენდული მაღაზია/სუპერმარკეტი ოპერირებს, საიდანაც თბილისში 2,055 არის განთავსებული, რეგიონებში კი 2,137. ამასთან, მიმოხილვის მიხედვით, სექტორში ზრდა ძირითადად რეგიონებში ექსპანსიას უკავშირდება, რადგანაც ბოლო 1 წელში თბილისს სულ 9 ობიექტი შეემატა, რეგიონებს კი 137.

თბილისის ბაზარზე ბრენდული სუპერმარკეტების მაღალი კონკურენციის მიუხედავად, 2025 წლის 9 თვეში საშუალო შემოსავალი უფრო მაღალი კვლავ თბილისის ბაზარზეა, სადაც ერთი მაღაზიის მიერ მიერ გამომუშავებული თანხა საშუალოდ 2 მილიონ ლარს შეადგენს, რეგიონში კი ეს მაჩვენებელი 1.6 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები