საქართველოში, სწრაფი კვების სექტორის მთლიანი შემოსავლები რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს აღწევს, მათ შორის ყველაზე დიდი შემოსავლებით საერთაშორისო ბრენდების ქართული ფრენჩიზები არიან.
საქართველოში ამჟამად სწრაფი კვების 4 გლობალური მოთამაშე არის წარმოდგენილი, ესენია: McDonald’s-ი, Wendy’s-ი, Dunkin Donuts-ი, KFC და Subway. რესტორნების რაოდენობითა და შემოსავლებით #1 ადგილზეა McDonald’s-ი. მას საქართველოში კომპანია “თ და კ რესტორნები” წარმოადგენს, რომელიც 21 რესტორნით და ლოგისტიკური ცენტრით საქმიანობს. საქართველოს სწრაფი კვების რიგით მეორე მოთამაშეა KFC, რომელსაც ქვეყანაში Iberia Food Company-ი წარმოადგენს.
სწრაფი კვების სექტორი ბოლო რამდენიმე წელია ტექნოლოგიური გარდაქმნის პროცესში იმყოფება, რაც პირველ რიგში მიტანის სერვისის სწრაფ განვითარებას უკავშირდება, რამაც კომპანიების საქმიანობის მოდელი შეცვალა.
სწრაფი კვების კომპანიების 2022 წლის შედეგები ჯერჯერობით საჯარო არაა, თუმცა ცნობილია მათი 2021 წლის შედეგები, რომლის მიხედვითაც სექტორის პირველ სამ პოზიციაზე საერთაშორისო ბრენდები, მეოთხე და მეხუთე ადგილებზე კი შაურმის ქართული ბრენდები არიან.
რეიტინგში წარმოდგენილი არიან კომპანიები, რომელთაც 2021/2022 წლის ფინანსური ანგარიშები გამოქვეყნებული აქვთ. ცალკეული ბრენდების ფინანსური ინფორმაცია კი ცნობილი არაა.