მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ტრაილერების გატარებით მიღებული შემოსავალი შეუმცირდა

ტრაილერები

საქართველოს დერეფანში მოძრავი ტრაილერების რაოდენობა შემცირდა.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2024 წლის 9 თვეში სატვირთო ტრაილერებმა ბიუჯეტში 132,989,644 ლარი გადაიხადეს, წლიურად კლება 1,462,683 ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს გზის სარგებლობის 350 ლარიანი მოსაკრებელი 4,179 -ით ნაკლებმა ტრაილერმა გადაიხადა.

სულ 9 თვეში საქართველოს გზებით 379,970 სატრანზიტო ტრაილერმა ისარგებლა.

რაც შეეხება უშუალოდ სექტემბერს - საქართველოს გზებით 43 567 ტრაილერმა ისარგებლა. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, ტრაილერების მფლობელთა მიერ გადახდილმა 15.249 მლნ ლარს მიაღწია, რაც აგვისტოსთან შედარებით (14 მლნ) გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები