მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა - სებ

დოლარი

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციიდან ირკვევა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით -33.0 მლრდ აშშ დოლარი (-89.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს -93.5%-ია (2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი წლიური მშპ-ს -92.1 პროცენტი იყო). წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 1.4 მლრდ აშშ დოლარით გაუარესდა.

2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 18.1 მლრდ აშშ დოლარია (49.3 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 888.1 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 51.1 მლრდ აშშ დოლარი (139.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 2.3 მლრდ აშშ დოლარით მეტია.

ცნობისთვის, საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია ასახავს კონკრეტული ქვეყნის რეზიდენტების აქტივებს და ვალდებულებებს დანარჩენი მსოფლიოს მიმართ. თუკი წმინდა საინვესტიციო პოზიცია უარყოფითია, ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული ქვეყნის რეზიდენტებს უფრო მეტი ფინანსური ვალდებულებები გააჩნიათ არარეზიდენტების მიმართ, ვიდრე აქტივები. ასეთ შემთხვევაში წმინდა საინვესტიციო პოზიცია დებიტორულია და პირიქით, როცა აქტივები ვალდებულებებს აღემატება კრედიტორული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები