მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს იაპონიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ

5db7de92d5eeb
თელარა გელანტია
29.10.19 12:20
645
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იაპონიაში, ტოკიოში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე JATA Tourism Expo მიიღო მონაწილეობა.

როგორც bm.ge-ის ტურიზმის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ქუთაისის მერია, ასევე 7 ტურისტული კომპანია და სასტუმრო იყო წარმოდგენილი.

გამოფენის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს სტენდთან გაცნობოდნენ ტურისტულ პროდუქტებს.

B2B ფორმატის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ იაპონელ კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ. გამოფენის ფარგლებში საქართველოს შესახებ პრეზენტაცია მოეწყო. გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია, სტუმრებს საქართველოს სტენდთან ჩურჩხელით გაუმასპინძლდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები