მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ტურიზმის მარკეტინგის წლევანდელი ბიუჯეტი ₾27 მილიონია - მაია ომიაძე

63f76e41bd1ab
თელარა გელანტია
23.02.23 22:55
1122
2023 წელს საქართველოს ტურიზმის მარკეტინგის ჯამური ბიუჯეტი 27 მლნ ლარია. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა მაია ომიაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

„Covid-პანდემიის დროს მარკეტინგული კამპანიები არ იყო აქტუალური. შესაბამისად, წელს, ნელ-ნელა ვბრუნდებით საერთაშორისო პლატფორმებზე. შთამბეჭდავი მარკეტინგული კამპანიები გვექნება ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო პორტალ „იქსპედიაზე“, ასევე, „ბლუმბერგზე“ და სხვა საერთაშორისო პლატფორმებზე.

ჯამში, მარკეტინგულ ღონისძიებების ბიუჯეტი 27 მლნ ლარია ITB ბერლინის გამოფენის ჩათვლით. აღსანიშნია, რომ ITB ბერლინის ფარგლებში, 1- წლიანი მარკეტინგული კამპანია გვაქვს გერმანიაში - როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიაში“, - თქვა მაია ომიაძემ.

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს მარკეტინგში 27 მლნ ლარს დახარჯავს, მაია ომიაძემ ასევე დაასახელა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია.

ცნობისთვის: წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტი 36 მილიონ ლარამდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები