მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს UFC-ის პირველი ჩემპიონი ჰყავს

ილია თოფურია

საქართველოს UFC-ის პირველი ჩემპიონი ჰყავს. ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.

საჩემპიონო ბრძოლის პირველი რაუნდი დაძაბული და თანაბარი გამოვიდა, ორივე მებრძოლი თავის შანსს ელოდებოდა და არ რისკავდა. მეორე რაუნდში თოფურიამ ტემპს მოუმატა და რაუნდის შუაში ვოლკანოვსკის ნოკაუტით მოუგო.

ილია თოფურიასთვის ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო, მას ჯერ კარიერაში არ წაუგია. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ავსტრალიელს ქვემსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარს 2019 წლიდან ფლობდა და ზედიზედ ხუთჯერ ჰქონდა დაცული.

"ძალიან ბედნიერი ვარ. გეუბნებიან, რომ ვერ გააკეთებ, შენში ეჭვი ეპარებათ და შენი არ სჯერათ? იცი რა? ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ცხოვრებაში გჭირდებათ, საკუთარი თავია. ენდეთ საკუთარ თავს, იმუშავეთ თავდაუზოგავად და ყველაფერი შესაძლებელია. შემომხედეთ! შემომხედეთ ახლა! საკუთარი უნარების მჯერა და ამისთვის მუხლჩაუხრელად ვშრომობდი. ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთ დღეს UFC-ის ჩემპიონი გავხდებოდი. მნიშვნელობა არ აქვს საიდან მოდიხარ თუ იცი, სად მიდიხარ. ბევრად მნიშვნელოვანია ის, რაც წინ გელოდება, ვიდრე ის, რაც წარსულში რჩება"-განაცხადა ილია თოფურიამ, ბრძოლის დასრულების შემდეგ.

ბრძოლის დასრულების შემდეგ თოფურიამ კონორ მაკგრეგორი გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები