მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიები - TOP-10

5def8ec03cec3
შოთა ტყეშელაშვილი
10.12.19 16:43
3998
2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7%-ით მეტია. 2019 წლის 9 თვეში ჯამურად საქართველოში $908.9 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2018 წელთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.

BMG-იმ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელი კომპანიები იკავებდნენ აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში წამყვანი ინვესტორების პოზიციებს. 

საქსტატის მიერ გამოგზავნილ ანგარიშში კომპანიები თანმიმდევრობით არ არის დალაგებული; ასევე კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს იმ თანხის ოდენობაც, რაც ამ კომპანიებმა ინვესტიციის (რეინვესტიციის) სახით ჩადეს საქართველოში. 

უმსხვილეს ინვესტორთა შორის შედიან კომპანიები, რომლებიც უკვე მრავალი წელია საქართველოში მოღვაწეობენ და რომელთა საქმიანობაც უცხოურ დამფუძნებელ კომპანიებთან ან საერთაშორისო ოფშორულ ზონებთან არის დაკავშირებული. 

უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეული 2019 წლის მე-3 კვარტლის მდგომარეობით:

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
  • შპს მაგთიკომი;
  • სს ენერგო-პრო ჯორჯია;
  • სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური;
  • სს RMG Copper;
  • შპს ტოიოტა კავკასია;
  • შპს აჭარ ენერჯი-2007;
  • სს მეტრო ავრასია ჯორჯია;
  • შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი;
  • სს ბიჯეო ჯგუფი.

რეიტინგში შესული - "ტურიზმის განვითარების ფონდი" ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანიაა და ის "პანორამა თბილისის" და სხვა ტურისტული ობიექტების დეველოპმენტით არის დაკავებული. 

რაც შეეხება 2019 წლის სამივე კვარტლის მაჩვენებლებს, აქ ინვესტორთა ათეული ასეთია:

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
  • შპს მაგთიკომი
  • სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური
  • სს RMG Copper
  • BP ჯგუფი
  • შპს ტოიოტა კავკასია
  • შპს აჭარ ენერჯი-2007
  • შპს სითი ლოფტი
  • შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი
  • სს ნენსკრა ჰიდრო

კომპანია "სითი ლოფტი" რეიტინგში ბიზნესმენ თემურ უგულავას მიერ "აჭარაბეთის" ირლანდიურ კომპანია Flutter-ისთვის მიყიდვის გამო შევიდა. გარიგების ღირებულება  €115 მილიონი ევრო იყო.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები