მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეული

63199ccdd4db2
შოთა ტყეშელაშვილი
08.09.22 11:50
1888
საქსტატმა დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში უცხოელმა ინვესტორებმა $351.8 მილიონის FDI ჩადეს. ეს წინა წელთან შედარებით 9.1%-ით მეტია. BMG-იმ საქსტატისგან გამოითხოვა იმ კომპანიების სია, რომლებშიც მეორე კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო. სტატისტიკის მიხედვით, ამ სიაში შედიან ენერგეტიკის, საფინანსო, ლოგისტიკის, უძრავი ქონების, ვაჭრობისა და სხვა სექტორებში მოღვაწე კომპანიები. 

კომპანიები, რომლებშიც ყველაზე მეტი FDI ჩაიდო (სია რიგითობის მიხედვით არაა დალაგებული)

• შპს ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი
• შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
• შპს ტოიოტა კავკასია
• შპს თბილისი ენერჯი
• შპს ბათუმის ნავთობტერმინალი
• შპს აჭარისწყალი ჯორჯია
• სს ეპ ჯორჯია მიწოდება (ენერგო პროს ჯგუფი)
• სს ეპ ჯორჯია გენერაცია (ენერგო პროს ჯგუფი)
• სს ენერგო - პრო ჯორჯია (ენერგო პროს ჯგუფი)
• სს ბიჯეო ჯგუფი

ჯამურად, წლის პირველ ნახევარში ინვესტორებმა $923 მილიონი ჩადეს, რაც წინა წელთან შედარებით 102%-ით მეტია. ზრდა ძირითადად პირველი კვარტლის შედეგებზე მოდის, ეს ზრდა ძირითადად ერთი ტრანზაქციით იყო განპირობებული, კერძოდ კი ესპანური კომპანია Aqualia-ს მიერ GWP-ის $196 მილიონად შეძენის ტრანზაქციით. თუმცა, მეორე კვარტალში ამ მასშტაბის სხვა გარიგება არ მომხდარა.

საქსტატის თანახმად, ინვესტიციებს შორის უდიდესი ნაწილი რეინვესტიციებზე მოდის, კერძოდ მეორე კვარტლის 352-მილიონის FDI-ს შორის $240 მილიონი რეინვესტიციებს შეადგენდა.

2022 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 76.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.8 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონების სექტორი - 75.6 მლნ აშშ დოლარით (21.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება საფინანსო სექტორი 47.6 მლნ აშშ დოლარით (13.5 პროცენტი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები