მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს უნივერსიტეტმა საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულები დაასაქმა

დღეს, 16 იანვარს, საქართველოს უნივერსიტეტში, ინიციატივა „გაემიჯნეს“ ფარგლებში საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებთან გაიმართა შეხვედრა. საქართველოს უნივერსიტეტმა მათ უნივერსიტეტში დასაქმების შესაძლებლობა მისცა, ამასთან თითოეულ მათგანს შეუნარჩუნდა ხელფასის ის ოდენობა რაც მანამდე საჯარო სამსახურებში ჰქონდათ - ინფორმაციას თავად უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს უნივერსიტეტში ახლად დასაქმებული თანამშრომლები იკავებდნენ თანამდებობებს შემდეგ საჯარო სამსახურებში: იუსტიციის სახლი, თბილისის მერია, ქ. ფოთის საკრებულო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს უნივერსიტეტმა, ინიციატივა "გაემიჯნეს" ფარგლებში, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გამოყო 200 000 ლარიანი ფონდი, რის ფარგლებშიც უნივერსიტეტმა საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებს შესთავაზა შრომითი ანაზღაურება, უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ სამუშაო სივრცეში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები