საქართველოს უნივერსიტეტი სწავლის მომავალ კვირას განახლებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ, ინფორმაციას უნივერსიტეტი სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს.
"„სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა.“სწავლა მომავალ კვირასაც შეწყვეტილია", - ვკითხულობთ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მენეჯმენტი სოლიდარობას უცხადებს ყველა დაზარალებულსა და დაპატიმრებულს.
ამასთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამართლის კლინიკა, მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მოტივით დაკავებულ ყველა სტუდენტს იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.
ინფორმაციისთვის, საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები ხელისუფლების მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ.