"საქართველოს უნივერსიტეტმა" (UG) ყოფილი საჯარო მოხელე დაასაქმა. უნივერსიტეტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, 13 დეკემბრიდან დაასაქმეს ბესიკ მაშავა, რომელიც მუშაობდა ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპეციალისტად ინფრასტრუქტურის საკითხებში.
ის იქნება UG-ს რეგიონული წარმომადგენელი ფოთში და შეუნარჩუნდა იგივე ანაზღაურება, რაც საჯარო სამსახურში ჰქონდა.
"საქართველოს უნივერსიტეტის ინიციატივის - #გაემიჯნეს ფარგლებში, 13 დეკემბრიდან დავასაქმეთ ბესიკ მაშავა. ბატონი ბესიკი მუშაობდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპეციალისტად ინფრასტრუქტურის საკითხებში.
თანამდებობა UG-ში - საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონული წარმომადგენელი ფოთში. ხელფასის სახით, მას შეუნარჩუნდა იგივე ანაზღაურება, რაც საჯარო სამსახურში ჰქონდა",- აცხადებენ UG-ში.