მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს უნივერსიტეტში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება

საქ

3 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერების სკოლა და გლობალური და ევროპული ჯანმრთელობისა და განათლების კვლევითი ინსტიტუტი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. საერთაშორისო დღის წლევანდელი სლოგანია: „დავძლიოთ სირთულეები, გავაძლიეროთ პასუხი შიდსის ეპიდემიაზე!

ღონისძიება მოიცავს მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარებულ დისკუსიას, რომელსაც დაესწრებიან შიდსის ცენტრის წარმომადგენლები, ჯანდაცვის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, ჯანდაცვის სკოლის პროფესორები, დოქტორანტები და სტუდენტები. მთავარი სპიკერი იქნება ნიკოლოზ ჩხარტიშვილი, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC), საქართველოს ოფისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უფროსი სპეციალისტი.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ინფექციურ დაავადებებზე ტესტირებები.

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე 1988 წლიდან ყოველი წლის 1 დეკემბერს აღინიშნება და მისი მთავარი მიზანია:

  • · აივ/შიდსის შესახებ ცნობიერების გაზრდა
  • · სოლიდარობის გამოხატვა პანდემიის წინააღმდეგ
  • · ინფორმაციის გავრცელება, პრევენციისა და მკურნალობის ხელშეწყობა

საქართველოს უნივერსიტეტი აქტიურად ცდილობს, მსგავსი ინიციატივებით ხელი შეუწყოს დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და პრევენციის მნიშვნელობის აღქმას.

მის: საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერების სკოლა, ქავთარაძის 21 ა, ჩიხი 4.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები