მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ვანილის იმპორტი გაუძვირდა - რომელი ქვეყნებიდან ვყიდულობთ?

ვანილი

გასული წელს კლების შემდეგ, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში ვანილის იმპორტი გაიზარდა. მთავარი მომწოდებელი კი საფრანგეთია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველომ ჯამში 27 200 დოლარის 300 კგ ვანილი შეიძინა. იმპორტირებული პროდუქტის ღირებულება წლიურად 11.3-ჯერ გაიზარდა, ხოლო მოცულობა 100 კგ-ით შემცირდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ვანილის იმპორტი გაუძვირდა.

წელს 1 კგ იმპორტირებული ვანილის საშუალო ღირებულება 90 დოლარი გახდა, მაშინ როდესაც გასულ წელს 6 დოლარი იყო.

ფასზე გავლენა მთავარ საიმპორტო ქვეყანაში - საფრანგეთში პროდუქტის გაძვირებამ იქონია. წელს 3 თვეში საფრანგეთიდან 26 900 დოლარის 100 კგ ვანილი ვიყიდეთ, გასული წლის ამავე პერიოდში ამ ქვეყნიდან იმპორტი არ გვქონია, 2024 წლის 3 თვეში კი 100 კგ იმპორტირებული ვანილის ღირებულება მხოლოდ და მხოლოდ 3 700 დოლარი იყო.

რაც შეეხება სხვა საიმპორტო ქვეყნებს წელს 300 დოლარის ღირებულების 100 კგ ვანილი თურქეთიდან შევიძინეთ, ხოლო 100 დოლარის მცირე მოცულობით ბელგიიდან.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ჯამში ვანილის იმპორტი 73%-ით 21 300 დოლარამდე შემცირდა. შარშან 1 კგ საშუალო ფასი 17.7 დოლარი იყო. საიმპორტო ქვეყნები საფრანგეთი, თურქეთი, პოლონეთი, ესპანეთი, გერმანია, ნიდერლანდები და მაროკო იყვნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები