მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ვაქცინა არ აქვს – რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანა მოსახლეობას ცრის

603b870d58262
შოთა ტყეშელაშვილი
28.02.21 17:11
3101
იმ ფონზე, როცა საქართველოს ვაქცინა არ აქვს, რეგიონში თითქმის ყველა ქვეყანაში Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრით ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია, გამონაკლისი მხოლოდ სომხეთია.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, 23 თებერვალს უკრაინამ კორონავირუსის ვაქცინის პირველი პარტია მიიღო. საუბარია AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინის 500 000 დოზაზე. Bloomberg-ის მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინის 1,338 დოზა უკვე გაკეთდა.

როგორც ცნობილია, უკრაინა „ნოვოვაქსისგანაც“ ელის წელს ვაქცინებს. ასევე საუბარია ჩინური „სინოვაკის“ ვაქცინის მიღებაზე. თებერვლის დასაწყისში, უკრაინის მთავრობამ რუსული კოვიდ-ვაქცინების ავტორიზაცია აკრძალა.

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა ვაქცინაციის კამპანიის შედეგები. Bloomberg-ის მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში ვაქცინის 257,723 დოზა უკვე გაკეთდა, რაც მოსახლეობის 2.58%-ია. ქვეყანა ჩინური კომპანია Sinovac-ის მიერ წარმოებული ვაქცინით ცრის მოსახლეობას. ამ ვაქცინას ჯერჯერობით WHO-ს საბოლოო ავტორიზაცია არ აქვს, თუმცა აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჯერჯერობით ვაქცინაზე მწვავე უკუჩვენება არ გამოვლენილა.

სომხეთში ჯერ ვაქცინაციის პროცესი არ დაწყებულა.

რუსეთი - Bloomberg-ის მონაცემებით, რუსეთში, სადაც ვაქცინაცია ძირითადად ადგილობირივი Sputnik V-ით მიმდინარეობს, ამ დრომდე 2.2 მილიონი დოზა უკვე გაკეთდა, რაც მოსახლეობის 1.5%-ის აცრას ნიშნავს.

თურქეთი - Bloomberg-ის მონაცემებით, თურქეთში ამ დრომდე 8,536,212 დოზა ვაქცინა გაკეთდა. ამ ქვეყანაშიც ვაქცინაციის პროცესი ჩინური წარმოების ვაქცინებით მიმდინარეობს. მოსახლეობის 8.3%-მა ერთი დოზა ვაქცინა უკვე მიიღო, ხოლო 2%-მა ორივე დოზა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები