მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ვირტუალური ზონის კომპანიების ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე

საქართველოში ვირტუალური ზონის კომპანიების რაოდენობა იზრდება და ძლიერდება მათი ეკონომიკური გავლენაც. დარგობრივი ასოციაციის ინფორმაციით, 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საქართველოში ამ სტატუსის მქონე 1275 კომპანიაა რეგისტრირებული. 2011 წელს VZP კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტში 2,2 მილიონ ლარზე მეტი შეიტანეს. 2023 წლისთვის მოცემული მაჩვენებელი კი 88,7 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც დაახლოებით 4000%-იან ზრდას წარმოადგენს ბოლო ათ წლიან პერიოდში.

მნიშვნელოვანია ამ კომპანიების მიერ ბიუჯეტში შეტანილი გადასახადებიც. ასოციაციის ინფორმაციით, მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით 2011 წელს ბიუჯეტში 1,1 მლნ ლარი შევიდა, 2023 წლისთვის კი 37,6 მლნ ლარამდე გაიზარდა. როგორც ირკვევა საქართველოში ვირტუალური ზონის სტატუსთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნიდან ინტერესის მნიშვნელოვანი ზრდა შეიმჩნევა, განსაკუთრებით IT სექტორთან დაკავშირებული ბიზნესებიდან. ასოციაციის უახლესი ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოში ვირტუალური ზონის სტატუსით დაინტერესებული ქვეყნების ჩამონათვალში პროცენტული განაწილებით სათავეში უკრაინაა, სადაც 312 კომპანიის წილი 20%-ია. უკრაინას მოჰყვება რუსეთი, რომელიც წარმოადგენს 19% -ს, რაც 290 კომპანიას შეადგენს. მესამე ადგილზეა გერმანია 179 კომპანიით, როგორც ყველაზე დაინტერესებული დასავლეთ ევროპული ქვეყანა, რომელიც 12% -ს შეადგენს.

რა ეკონომიკური გავლენა აქვს საქართველოში ვირტუალური ზონის კომპანიებს და რამდენად შენარჩუნებულია ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, მათ შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე?

სტუმარი: შორენა კოპალეიშვილი - „საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის“ თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები