მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს წმინდა საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა - სებ

6155c7dd5d8dd
შოთა ტყეშელაშვილი
30.09.21 18:20
497
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით -25.0 მლრდ აშშ დოლარი (-79.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს -149.5 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 1.1 მლრდ აშშ დოლარით გაუარესდა.

"2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 10.9 მლრდ აშშ დოლარია (34.3 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 298.0 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 35.9 მლრდ აშშ დოლარი (113.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელs 787.7 მლნ აშშ დოლარით აღემატება," - ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები