წელს 9 თვეში საქართველომ 27.1 მლნ აშშ დოლარის 5 432 ტონა ყავა შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში კი, 22.8 მლნ აშშ დოლარის 5 693 ტონა.
გამოდის, რომ წელს, საქართველომ ერთი კგ. ყავის იმპორტში 4.99 დოლარი გადაიხადა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ფასი 4.01 დოლარი იყო, რაც ნიშნავს, რომ წელს საქართველოს ყავის იმპორტი 19.6%-ით გაუძვირდა. (საუბარია იმპორტის ფასზე საბაჟო გადასახადების გარეშე)
ფასის ზრდა გლობალური ტენდენციით შეიძლება აიხსნას. მიწოდების ჯაჭვის შეფერხებების და კლიმატური პირობების გავლენით, მსოფლიოში ყავის ფასი გაზრდილია, მათ შორის, რობუსტას ჯიშის ყავა 45-წლიან მაქსიმუმამდე გაძვირდა.
BM.GE გთავაზობთ, საიდან და ვინ იყიდა ყავა 2024 წლის თვეში საქართველოში. იმპორტიორი ქვეყნების და კომპანიების ჩამონათვალს.
იმპორტიორი ქვეყნების TOP-10 ასეთია:
- ინდონეზია - $7 მლნ-ს 1,956 ტონა;
- რუსეთი - 4.2 მლნ-ს 692.2 ტონა;
- ვიეტნამი - 4.01 მლნ-ს 1,248 ტონა;
- იტალია - 3.1 მლნ-ს 261.5 ტონა;
- გერმანია - 1.9 მლნ-ს 258.8 ტონა;
- სომხეთი - 1.3 მლნ-ს 248.9 ტონა;
- თურქეთი - 925.9 ათასის 113.7 ტონა;
- საფრანგეთი - 805.8 ათასის 59.8 ტონა;
- ბრაზილია - 722.8 ათასის 211.1 ტონა;
- ნიდერლანდები - 538 ათასის 64 ტონა.
რაც შეეხება იმპორტიორ კომპანიებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან bm.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიების TOP-10 შემდეგია:
- შპს PB Distribution;
- შპს ახალი ყავის კომპანია;
- შპს გოლდ კოფე;
- შპს ესპრესო ჯორჯია;
- შპს იაკობზ დაუ ეგბერტს საქართველო;
- შპს კარენ ტრეიდ;
- შპს კინგ ორიგინალი;
- შპს მეამა;
- შპს ომპეტ;
- შპს პრიმო გრუპ.