მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ არაბთა საამიროებში ოფისი გახსნა

615eec2f009e3
ვიქტორია მღებრიშვილი
07.10.21 17:25
701
საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ (GAACC) არაბთა საამიროებში წარმომადგენლობითი ოფისი გახსნა - ინფორმაციას ამის შესახებ პალატა Facebook-ის ოფიციალური გვერდის საშუალებით ავრცელებს, სადაც წარმომადგენლობის გახსნის მიზნებსა და შესაძლებლობებს განმარტავენ.

„მოხარულები ვართ გაცნობოთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩვენი წარმომადგენლობითი ოფისის გახსნის შესახებ.

საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ გადადგა ეს ნაბიჯი, რათა გაეზარდა საკუთარი კონკურენტუნარიანობა, გაემყარებინა ლიდერული პოზიცია, დაემყარებინა ახალი და განემტკიცებინა უკვე არსებული ურთიერთობები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

GAACC-ს წარმომადგენლობითი ოფისის გახსნა ახალ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენი წევრებისა და სხვა ქართული ბიზნესებისათვის. ახალი ფილიალი უზრუნველყოფს გაზრდილ ხელმისაწვდომობას ემირატებში ჩვენს ექსპერტთა კვალიფიციურ და უმაღლესი ხარისხის სერვისებზე:

- ბიზნესის დაფუძნება ემირატებში
- სანდო პარტნიორის მოძიება
- ბიზნეს შეხვედრების ორგანიზება
- იმპორტ-ექსპორტის ხელშეწყობა
- ლოჯისტიკურ საკითხებში დახმარება

ახალი წარმომადგენლობითი ოფისითა და სხვა ქვეყნებში უკვე არსებული ფილიალებით გვსურს განვამტიკოთ ჩვენი პოზიცია და გავუხსნათ გზა ქართულ ბიზნესს საერთაშორისო ასპარეზზე“, - აცხადებენ GAACC-ში.

ცნობისთვის: საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (GAACC) 3 წელია რაც შეიქმნა და ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად უჭერს მხარს ბიზნესებს თუ ანტრეპრენიორებს საქართველოდან და აზია-აფრიკის ქვეყნებიდან. აძლევს მათ ახალ შესაძლებლობებს, კავშირებსა და ინსტრუმენტებს ბიზნესის განვითარებისათვის სამივე კონტინენტზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები