მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსა და გერმანიას შორის ქართულ-გერმანული ბიზნეს დიალოგი ჩამოყალიბდა

5fd26bf64e4e1
BM.GE
10.12.20 22:39
888
საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან ნიკოლას ლიობელთან. შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა ახალი ინიციატივა ქართულ-გერმანული ბიზნეს დიალოგის დაარსების შესახებ.

აღნიშნული დიალოგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა ეკონომიკა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. ამასთან, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საინვესტიციო მიმართულებასაც.

ქართულ-გერმანული ბიზნეს დიალოგი ითვალისწინებს სახელმწიფო სტრუქტურებისა და ბიზნეს-სექტორის ჩართულობას,ასევე DCFTA-ის ფარგლებში გერმანიის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის მოცულობის ზრდის ხელშეწყობას.

დიალოგის ფარგლებში, მომავალ წელს არაერთი აქტივობა იგეგმება.

აღსანიშნავია,რომ დიალოგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პანდემიის პირობებში, იმ ფონზე, როდესაც კრიზისიდან გამოსასვლელად, სახელმწიფოებისთვის ეკონომიკის გაძლიერება უპირველეს მიზანს წარმოადგენს.​

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები