მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვრის კვეთას პირადობის მოწმობებით შეძლებენ

63bfff2f183bf
ვიქტორია მღებრიშვილი
12.01.23 16:40
1888

საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები საზღვრის კვეთას პასპორტების წარდგენის გარეშე, პირადობის მოწმობებით შეძლებენ. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების ხელმოწერის გადაწყვეტილება (სომხეთისა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის ვიზის გარეშე გადაადგილების შესახებ) 12 იანვარს, სომხეთის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.

როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობების გამყარება ერევნის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქვეყნების სხვადასხვა დონის უწყებებს შორის ინტენსიური კომუნიკაცია და საქმიანი კონტაქტებია დამყარებული.

მირზოიანმა განაცხადა, რომ 2019 წელს საქართველოს 1.365 მლნ სომხეთის მოქალაქე ესტუმრა და მან იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის შემდეგ ეს დინამიკა აღდგებოდა.

სომხეთის პრემიერი ნიკოლ პაშინიანი აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა გარკვეული რისკები გააჩინოს, რა საკითხზეც ქართველ პარტნიორებთან ეფექტიანი მუშაობა მიმდინარეობს. ნიკოლ პაშინიანმა დღეს სომხეთში საქართველო პრემიერის-მინისტრის მეთაურობით ქართული დელეგაციის ვიზიტზეც ისაუბრა და თქვა, რომ მთავრობათშორისო შეხვედრა ერევანში გაიმართება. „ამ შეხვედრის ფარგლებში ვიმედოვნებთ, რომ ამ შეთანხმებასაც გავაფორმებთ“, - განაცხადა პაშინიანმა.

BM.GE საკითხის გასარკვევად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. ოფიციალური თბილისის პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები