მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა

6017da7b03733
ვიქტორია მღებრიშვილი
01.02.21 15:11
943
დღეიდან, საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდა. ავიაკომპანია Ukraine International Airlines-მა (UIA) პირველი რეისი კიევი - თბილისი - კიევის მიმართულებით უკვე შეასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ავიაკომპანია SkyUp Airlines კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, ხოლო ავიაკომპანია Ukraine International Airlines - ასევე 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და შაბათს იფრენს. მგზავრთა გადაყვანა კი არსებული სასაზღვრო და სანიტარული რეგულაციების გათვალისწინებით მოხდება.

საგენტოში განმარტავენ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიებს წარმოდგენილი განრიგით ოპერირების ნებართვა 29 იანვარს მიენიჭა.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, - განმარტავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში და დასძენენ, რომ რეგულარული ფრენების განრიგი განახლებადია და ფრენის დამატების/გაუქმების/ფრენის თარიღის/დროის ცვლილების შემთხვევაში იცვლება.

მომხმარებელს თებერვლის ფრენის განრიგის ნახვა შემდეგ ბმულზე შეუძლია: http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php .

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები