მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 12 საერთაშორისო კომპანიის საინვესტიციო ტური მიმდინარეობს - ინვესტიციების სააგენტო

BPO
27.10.26 16:37
• 207

საქართველოში საქართველოში ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორში მოქმედი 12 საერთაშორისო კომპანიის საინვესტიციო ტური მიმდინარეობს - ინფორმაციას ინვესტიციების სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომპანიების წარმომადგენლები ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ეცნობიან და საქართველოში საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავენ.

"მიმდინარე ტურის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. სტუმრები ასევე გაეცნობიან თბილისის იუსტიციის სახლის, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმიანობას.

საინვესტიციო ტურის მიზანია, საერთაშორისო კომპანიებს საქართველოში საქმიანობის დაწყებისა და გაფართოების შესაძლებლობები გააცნოს და ხელი შეუწყოს ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და სამუშაო ადგილების შექმნას. საინვესტიციო ტურების მეშვეობით სააგენტო პოტენციურ ინვესტორებს ადგილობრივ ბიზნესთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საჯარო სექტორთან აკავშირებს, რათა მათ საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობები ადგილზე შეაფასონ", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

სააგენტოს ინფორმაციით, წინა საინვესტიციო ტურის შედეგია ბრიტანული კომპანია Contactweb-ის საქართველოში შემოსვლა. სააგენტომ კომპანიას ტურის ფარგლებში უმასპინძლა, რამდენიმე თვის შემდეგ კი, სააგენტოს ჩართულობით, Contactweb-მა საქართველოში ოპერირება დაიწყო.

დღეს საქართველოში BPO სექტორში დაახლოებით 25 კომპანია საქმიანობს და 12 000 ადამიანია დასაქმებული. მათ შორისაა საერთაშორისო კომპანიები Teleperformance და Concentrix.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები