2024 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 790 587-მდე გაიზარდა. ეს რიცხვი გასული წლის მაჩვენებელს 6.5%-ით ანუ 110 151 ავტომობილით აღემატება.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი 1 608 309 ავტომობილი ფიზიკურ პირებზეა რეგისტრირებული, ხოლო 182 278 იურიდიულ პირებზე. ამასთან, ქვეყანაში გაიზარდა 10 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების რაოდენობა, რომელთაც საერთო მოცულობაში ყველაზე დიდი წილი უკავიათ. საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილებიდან 1 462 631 სწორედ 10 და 10 წელზე მეტი ასაკის ავტომობილია, 5-10 წლის ასაკის ავტომობილების რაოდენობა 2024 წელს 229 821-მდე გაიზარდა, 2-5 წლის 53 596-მდე, ხოლო 2 და 2-ზე ნაკლები წლოვანების მანქანების რაოდენობა 37 195-მდე გაიზარდა.
საქართველოს რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი ავტომობილი გასულ წელს დედაქალაქში დარეგისტრირდა. რეგიონების რეიტინგი კი ასეთია:
- თბილისი - 721 992 ავტომობილი
- იმერეთი - 216 205 ავტომობილი
- ქვემო ქართლი - 166 629 ავტომობილი
- კახეთი - 151 801 ავტომობილი
- აჭარა - 134 340 ავტომობილი
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 108 787 ავტომობილი
- შიდა ქართლი - 99 092 ავტომობილი
- სამცხე-ჯავახეთი - 67 162 ავტომობილი
- მცხეთა-მთიანეთი - 45 551 ავტომობილი
- გურია - 40 528 ავტომობილი
- უცნობია - 16 345 ავტომობილი
- აფხაზეთი - 11 839 ავტომობილი
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11 316 ავტომობილი
ავტომობილების ტიპების მიხედვით, ქვეყანაში ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილია რეგისტრირებული, რომელთა რაოდენობაც 1 534 634-ია. ჯამურად საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის ზრდაც ძირითადად მსუბუქი ავტომობილების რიცხვის ზრდითაა განპირობებული. 2024 წელს საქართველოში 96 049 მსუბუქი ავტომობილით მეტი დარეგისტრირდა.
რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილს სატვირთო ავტომობილები იკავებს 125 651 საშუალებით, რაც გასული წლის მაჩვენებელს 7 665-ით აღემატება.
სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტის რაოდენობა 2024 წელს 5 918 ერთეულით გაიზარდა და 75 539 ერთეული შეადგინა.
სამგზავრო ტრანსპორტის [ავტობუსები და მიკროავტობუსები] რაოდენობა კი მცირედ - 500 ერთეულით 54 646-მდე გაიზარდა.
საწვავის ტიპის მიხედვით, რეგისტრირებული ავტომობილების რეიტინგი ასეთია:
- ბენზინი - 737 485 ავტომობილი, 55 651-ით მეტი;
- დიზელი - 356 195 ავტომობილი, 26 037-ით მეტი;
- ბენზინ-აირი - 174 580 ავტომობილი, 11 049-ით მეტი;
- ჰიბრიდი - 160 083 ავტომობილი, 23 584-ით მეტი;
- ელექტრო - 9 045 ავტომობილი, 3 993-ით მეტი;
- ჰიბრიდ - აირი - 7 564 ავტომობილი, 2 192-ით მეტი.
2024 წელს ისეთი რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა, რომელთა საწვავის ტიპი უცნობი იყო 2 791 ერთეულით 343 811 ავტომობილამდე შემცირდა.




























