მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში 20 000-მდე უკრაინელი იმყოფება“ - უკრაინის დროებითი რწმუნებული

623b0cdf00f7b
ვიქტორია მღებრიშვილი
23.03.22 16:09
998
საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის განცხადებით, ამ დროისთვის რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო საქართველოში 20 000-მდე უკრაინელი იმყოფება, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ.

ანდრეი კასიანოვმა საქართველოს მთვარობას იძულებით გადაადგილებული უკრაინელების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება.

„საქართველოში ამ დროისთვის 20 000 ათასი უკრაინელი იმყოფება. ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. საქართველოში უკრაინის საელჩო მჭიდროდ მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, რომ უკრაინელების დახმარებას და მხარდაჭერას სისტემური ხასიათი ჰქონდეს.

58 ბავშვი სკოლაში უკვე სწავლობს, ხოლო 50 ბავშვის მშობელმა სკოლებსა და ბაღებში ჩარიცხვაზე განაცხადი უკვე შეიტანა. უახლოეს მომავალში ჩვენ მოვინახულებთ ამ სკოლებს და გავესაუბრებით ამ ბავშვებს, მათ მშობლებს და სკოლის ხელმძღვანელებს.

მადლობას ვუხდი საქართველოს მხარეს ასეთი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა კასიანოვმა.

მან საქართველოს მოსახლეობას უკრაინელი ხალხის დახმარების შესახებ ისტორიების გაზიარების თხოვნით მიმართა და თითოეულ ადამიანს, ვინც სიტყვითა თუ საქმით დაეხმარა უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, მადლობა გადაუხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები