მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული გარკვეული კატეგორიის ავტომობილების დარეგისტრირება აიკრძალა

მთავრობამ ავტოიმპორტზე შეზღუდვა დააწესა. 2025 წლის იანვრიდან 2013 წლამდე გამოშვებული ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალება საქართველოში ვეღარ რეგისტრირდება. შეზღუდვა საქართველოს ევრო-5 სტანდარტზე გადასვლასთან დაკავშირებით დაწესდა. საუბარია M3, N1, N2 და N3 კატეგორიების ავტომობილებისთვის, სატვირთო-სამგზავრო ძარას მქონე და სამედიცინო დანიშნულების ავტომობილებისათვის. აღსანიშნია, რომ კერძო სექტორის მოთხოვნის შედეგად მთავრობამ დაუშვა გამონაკლისი და ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ტრანსპორტირებაც 2025 წლის 1-ელ იანვრამდე დაიწყო, საქართველოში ჩვეულებრივ დარეგისტრირდებიან. რა გავლენა ექნება ბაზარზე 2013 წლამდე გამოშვებული გარკვეული კატეგორიის ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები