მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 2024 წლის I კვარტალში 201 მილიონი დოლარის FDI შემოვიდა - კლება 64%-ია - მაია მელიქიძე

საქართველოში 2024 წლის I კვარტალში 201 მილიონი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 365 მილიონი დოლარით, ანუ 64%-ით ნაკლებია. საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ინვესტიციების კლება დამმუშავებელ მრეწველობაში არსებულ შემცირებას უკავშირდება, რადგან თუკი გასული წლის I კვარტალში ინვესტიცია 226 მილიონ დოლარს შეადგენდა, წელს ის მხოლოდ 25 მილიონი დოლარი იყო.

აღნიშნული კლება მაღალი ალბათობით სინგაპურული კორპორაცია Indorama-ს მიერ რუსთავის "აზოტის" ყიდვას უკავშირდებოდა, რის გამოც 2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში ყველაზე დიდი ინვესტიციების ნაკადი დაფიქსირდა, 2024 წლის პირველ კვარტალში კი მსგავსი მასშტაბის გარიგება არ დადებულა. 2024 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციები შემცირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, კლება 42 მილიონი დოლარიდან 19 მილიონ დოლარამდეა, კლებაა ტურიზმშიც გასულ წელს არსებული 30 მილიონი დოლარიდან 9 მილიონ დოლარამდე. ერთ-ერთი სექტორი სადაც ინვესტიციები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია ენერგეტიკაა. სექტორში 2024 წლის პირველ კვარტალში 79 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო მატება 15 მილიონი დოლარია.

მაია მელიქიძე - საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია, აღმასრულებელი დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები