მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში 2025 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 76 წელი იყო, 2024-ში - 74.9 წელი

მოხუცები

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს სიცოცხლის მოსალოდნელმა ხანგრძლივობამ შეადგინა 76.0 წელი, მათ შორის კაცებისათვის – 71.4 წელი, ხოლო ქალებისათვის – 80.6 წელი. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 2024 წელს უფრო ნაკლები იყო. კერძოდ, საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობა იყო 74.9 წელი, მათ შორის კაცებისათვის – 70.5 წელი, ხოლო ქალებისათვის – 79.3 წელი.

ცნობისთვის, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა არის სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც ასახავს წლების საშუალო რაოდენობას, რომელსაც დაბადებული ადამიანი იცოცხლებს, თუ მოკვდაობის დონე უცვლელი დარჩება.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს.

რაც შეეხება სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელს, 2025 წელს ის 92-ს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდიოდა. აღსანიშნავია, რომ 50 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 50 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები