საქართველოს ეკონომიკისთვის უძრავი ქონების სექტორი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რაც ბაზარზე არსებული კომპანიების უმრავლესობითაც გამოიხატება. დეველოპერულ კომპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი - “არქია”, რომელიც 36,000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რომლებიც კომპანიის მიერ 49 დასრულებულ პროექტში ბინადრობენ. ამასთან, კომპანიას არაერთი მიმდინარე პროექტი აქვს, როგორც თბილისის ყველა უბანში, ასევე ბათუმსა და ბაკურიანში. თუმცა, როგორც “არქის” გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა “საქმიან საღამოში” განაცხადა, კომპანია აქ არ ჩერდება და განვითარებას განაგრძობს, როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.
“მიმდინარე პროექტების გარდა, პროექტებს რუსთავში და სიონში ვიწყებთ. ამასთან, პრემიუმ ხაზის განვითარებასაც ვაგრძელებთ, რომელიც “არქიში” რამდენიმე პროექტით არის წარმოდგენილი, ესენია: “არქი თამარაშვილი”, “არქი უნივერსი”, რომელიც სტრატეგიულ და პრესტიჟულ ადგილას მდებარეობს და “არქი რივერთაუნი”, რომელიც “თბილისი მოლის” მიმდებარედ მდებარეობს. ამასთან, პრემიუმ სეგმენტის პროექტს უახლოეს მომავალში ლისის ტბის სიახლოვეს დავიწყებთ. საინტერესო პროექტს კახეთშიც ვგეგმავთ. საერთო ჯამში, ოცდაორი მიმდინარე პროექტი გვაქვს.
უცხოეთს რაც შეეხება - “არქი მაიამის” პროექტი თქვენთვის კარგად არის ნაცნობი, მაგრამ ამავდროულად ევროპასაც ვუყურებთ. ერთი მცდელობა პოლონეთში გვქონდა და ვფიქრობთ, რომ კიდევ ერთხელ ვცდით, ვარშავაში ან სხვა ქალაქში. თუმცა ახალი პროექტების დაწყებას ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ვგეგმავთ”, - განაცხადა შიო ხეცურიანმა “საქმიან საღამოში”.