მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოში 3,7 მლნ მოსახლეზე 100 000 უშვილო წყვილია” - არჩილ ხომასურიძე

61816f8fe1e1b
მარიამ ადამია
02.11.21 23:20
3989
“საქართველოში უშვილობის პრობლემა ძალიან მძიმედ დგას, 3,7 მლნ მოსახლეზე 100 000 უშვილო წყვილია, რაც პოპულაციის დაახლოებით 10-15%-ია”,- ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში”, საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის ხელმძღვანელმა, არჩილ ხომასურიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პრობლემის გადაჭრის კუთხით მნიშვნელოვან როლს ინვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია ასრულებს.

“სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების კუთხით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. დღეს დაახლოებით 15 კლინიკა ფუნქციონირებს ამ სფეროში და მათგან 4-5 მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებენ. თუმცა აქაც და ზოგადად მთელი ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენი მთავარი პრობლემა არის ჰიპერ-კომერციალიზაცია. არ შეიძლება წამლის და ექიმის რეკლამა ტელევიზიებით,” - აღნიშნა საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, მსოფლიოს 196 ქვეყნიდან მხოლოდ ექვს მათგანშია დაშვებული სუროგაცია. მათ შორისაა საქართველოც. სფეროში მომუშავე ადამიანების ინფორმაციით, ამ მომსახურებით საქართველოს მოქალაქეები იშვიათად სარგებლობენ, რადგან ქართველ პაციენტს იმ თანხის გადახდის საშუალება არ აქვს, რაც ეს მომსახურება ჯდება. ამას ისიც ემატება, რომ სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებას არც ძირითადად კერძო დაზღვევა და არც სახელმწიფო არ აფინანსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები