მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 40 სასტუმროს გავარსკვლავიანება იგეგმება - "მიზანია სტუმარს დახვდეს ზუსტად ის, რასაც ჰპირდებიან"

Hotrec

2024 წლიდან საქართველოში 40 სასტუმროს გავარსკვლავიანებაა დაგეგმილი. პროექტს Hotrec-ისა და The Hotestars Union - ის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი Horeca Hotel Star Georgia ახორციელებს.

ფედერაციის პრეზიდენტის ქეთი მელაძე bm.ge-სთან ამბობს, რომ პროექტის მიზანია, სტუმრებს დახვდეთ ზუსტად იმ სტანდარტის სასტუმრო, რამდენი ვარსკვლავიც აქვს მინიჭებული.

"ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია, რეგიონებში და არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, მოხდეს სასტუმროების სტუმრებისთვის მომზადება, რომ რასაც სტუმარს ჰპირდებიან, ზუსტად ის დახვდეს. რომ არ დაჰპირდნენ 4-5 ვარსკვლავს და არ გაირკვეს, რომ 2-ვარსკვლავნიანიც კი არაა. ეს საკმაოდ ხშირია და შემდეგ, ძალიან უსიამოვნო და რეზონანსულია უკუკავშირი. აქტიურად ვმუშაობთ სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთის რამდენიმე სასტუმროსთან გვაქვს აქტიური პროცესი, ასევე მცხეთა მთიანეთშია რამდენიმე სასტუმრო სადაც მოსამზადებელი სამუშაოები მიდის. ჯამში, თხუთმეტამდე სასტუმროა რომელიც უკვე აკმაყოფილებს ვარსკვლავებს, რომლებიც მინიჭებული აქვს", - განაცხადა მელაძემ.

მისივე თქმით, პროექტი გაგრძელდება და სექტორიდან უკუკავშირის შემთხვევაში უფრო მასშტაბური გახდება .

"წლევანდელი გეგმაა, პროექტის ფარგლებში დავიწყოთ 40 სასტუმროს გავარსკვლავიანება, მათ ექნებათ ტრენინგები ორგანიზაციის მხრიდან, რომ შეძლონ სტანდარტის და შესაბამისად ვარსკვლავების ზრდა. ამის პოზიტიური მაგალითი, მესტიის სასტუმრო "გისტოლაა“, რომელიც 2023 წლის ბოლომდე 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო იყო. ჩვენთან აქტიური თანამშრომლობის შემდეგ სერვისის და ინფრასტრუქტურის სრულყოფის შედეგად ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გახდა. ამ ეტაპზე, ჩვენ მიერ გავარსკვლავიანებული უმაღლესი კატეგორიის რამდენიმე სასტუმროა. მაგალითად: "ბიოლი“, "ბილტმორი“ და "გისტოლა"

შემდეგშიც, თუ დავინახავთ, რომ პროექტი სწორად ვითარდება და სიკეთის მომტანია სექტორის ბიზნეს სუბიექტებისთვის, ცხადია პროცესი გაგრძელდება და უფრო მასშტაბური გახდება. ამ სასტუმროებისთვის მთავარი ბენეფიტია, რომ გუგლის და TripAdvisor საძიებო სისტემაზე ამ ვარსკვლავებით ინტეგრირდებიან და იძებნებიან. საქართველოში აქამდე შეფასების ეს სისტემა არ გვქონია. ახლა კი, შესაძლებლობა გააჩინა იმან, რომ საქართველო Hotrec-ის წევრი გახდა“, - თქვა მელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები