საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, ბიძგები თბილისის დროით 08:07 საათზე დაფიქსირდა.
სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ამბროლაურის დასავლეთით შვიდ კილომეტრში, სოფელ ხონჭიორში იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.


























