საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი მზარდია. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში 50.3 მლნ დოლარის ღირებულების 2904 ცალი ელექტრომობილი შემოვიდა.
2024 წლის 5 თვეში კი საქართველოში სულ 30.8 მლნ დოლარის ღირებულების 1563 ცალი ელექტრო ძრავაზე მომუშავე მანქანის იმპორტი განხორციელდა.
საქართველოსთვის ელექტრომობილების იმპორტიორი მთავარი ქვეყანა აშშ-ა, საიდანაც წელს ხუთ თვეში 31.9 მლნ დოლარის ღირებულების 2 181 ცალი ავტომობილი შემოვიდა.
მიმდინარე წლის იანვარ-მაისში 5 TOP იმპორტიორი ქვეყანა კი ასე გამოიყურება:
- აშშ - 31.9 დოლარის ღირებულების 2 181 ცალი ელექტრომობილი
- ჩინეთი - 7.6 მლნ დოლარის ღირებულების 340 ცალი ელექტრომობილი
- გერმანია - 5.3 მლნ დოლარის ღირებულების 78 ცალი ელექტრომობილი
- ბელგია - 1.9 მლნ დოლარის ღირებულების 46 ცალი ელექტრომობილი
- იაპონია - 1.2 მლნ დოლარის ღირებულების 188 ცალი ელექტრომობილი
რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოდან რეექსპორტზე სულ 17 მლნ დოლარის ღირებულების 621 ცალი ელექტრომობილი გავიდა. ძირითადი საექსპორტო ბაზრები ყირგიზეთი, სომხეთი და ყაზახეთია.




























