მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში A კატეგორიის ტაქსის აქტიური ლიცენზია 19 368-ს აქვს - რამდენია გაუქმებული?

ტაქსი

2025 წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში აქტიური A კატეგორიის ლიცენზიის მფლობელთა რაოდენობა 19 368-ს შეადგენს, საიდანაც 16 266 ნებართვაზე უკვე დამატებულია ავტომობილი. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-მ თბილისის მერიიდან გამოითხოვა.

დედაქალაქის მთავრობის მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლიდან 2023 წლის 1 აპრილამდე გაიცა 93 819 A კატეგორიის ნებართვა, თუმცა ყველა უკვე გაუქმებულია; ხოლო, 2023 წლის 1 აპრილს დამატებით გაიცა 35 558 ახალი ნებართვა, საიდანაც 16 190 უკვე გაუქმდა.

ინფორმაციისთვის, 2023 წლის 1-ელი აპრილიდან ყველა იმ ფიზიკურმა პირმა, რომელსაც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდა А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვა მიიღო. დასაშვები გახდა ამ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით. ამისათვის ერთი წლის განმავლობაში, 2024 წლის 1 აპრილამდე მათ უნდა გაეაქტიურებინათ დოკუმენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები