მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის გაძვირების გამო თბილისში ტაქსით მგზავრობაც გაძვირდა

ტაქსი

საწვავის გაძვირების გამო საქართველოში არამხოლოდ საქალაქთაშორისი მგზავრთგადაყვანა გაძვირდა, არამედ ტაქსის სერვისიც. კომპანიების პარტნიორი მძღოლების ნაწილი ამბობს, რომ ტაქსით მგზავრობის ტარიფი დაახლოებით 15%-ით გაიზარდა.

“ცოტა მოიმატა ტაქსის მომსახურების ფასმა. მიზეზი საწვავის ღირებულებაა, რა თქმა უნდა. ფასი დაახლოებით 10-15%-ით გაიზარდა”,-აცხადებს bm.ge-სთან ერთ-ერთი ტაქსის მძღოლი.

საწვავის ხარჯების გათვალისწინებით მძღოლების ანაზღაურებას გადახედა “იანდექსმაც”. კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი აცხადებს, რომ თუ საცობებს არ გავითვალისწინებთ, მგზავრობის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩა, თუმცა გაიზარდა მძღოლების ანაზღაურების პროცენტი.

“ტარიფები თითქმის არ გაზრდილა, სამაგიეროდ კომპანიამ გაითვალისწინა და თანხები მოგვიმატა 20-24%-მდე”,-აცხადებს ერთ-ერთი მძღოლი.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ტაქსის მომსახურების ტარიფი გაზარდა კომპანია Bolt-მა. კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ საწვავისა და ავტომობილის მოვლის ხარჯების ზრდის გამო 18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში 12%-ით გაიზრდებოდა.

აღსანიშნია, რომ ბოლო 2 თვეში საქართველოში საწვავი დაახლოებით 20%-ით გაძვირდა. დღეის მდგომარეობით, ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე რეგულარის ფასი 3.90 თეთრამდე ღირს, დიზელის ღირებულება კი 4,70 თეთრს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები