მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში აგროსექტორის განვითარებისთვის გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია - EastFruit

615b1802ed836
ვიქტორია მღებრიშვილი
04.10.21 19:45
723
იმისთვის, რომ საქართველოში აგროსექტორი ეფექტიანი და სწრაფად მზარდი იყოს, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა EastFruit .

გამოცემა East Fruit-მა ქართული ხილ-ბოსტნეულის და თხილის სექტორებზე დაკვირვებით დაასკვნა, რომ საქართველოს მოსავლიანობა რეგიონის ლიდერ თურქეთს 70%-ით, ხოლო 5 წამყვან მწარმოებელს 72%-ით ჩამორჩება.

წამყვან მწარმოებლებად ის ქვეყნები ითვლებიან, სადაც 1 ჰა-ზე მოსავლიანობა ყველაზე მაღალია.

„27 პროდუქტიდან, რომლის მოსავლიანობის შესახებ ინფორმაცია არსებობს, საქართველოს წარმოება მხოლოდ ერთი ქვეყნის წარმოებას აღემატება, ეს ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლია. 21 პროდუქტის მიხედვით წამყვან ქვეყნებთან სხვაობა 60%-ია. მარწყვი კი ყველაზე არაპროდუქტიულია და ის ტოპ ქვეყნებს 96%-ით ჩამორჩება.

საქართველოს მოსავლიანობა წამყვანი ქვეყნების მოსავლიანობის 30%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა იმაზე 3.3-ჯერ მეტ მიწას იყენებს, ვიდრე მაღალი მოსავლიანობის შემთხვევაში გამოიყენებდა.

შესაბამისად, საქართველოს ამ მონაცემების გაუმჯობესების შესაძლებლობა აქვს და ის უნდა გაუმჯობესდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფერმერები სხვა უფრო პროდუქტიული მწარმოებელი ქვეყნების მიერ ბაზრის წილის დაკავების რისკის ქვეშ დგებიან, განსაკუთრებით ეს თურქეთს ეხება. ისეთი პროდუქტების იმპორტში, როგორიცაა ხახვი, ფორთოხალი და სტაფილო, 70% თურქეთს უჭირავს“, - წერს გამოცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები