მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ახალ რეგისტრირებულ ავტომობილებში ელექტრომობილების წილი 4.8%-მდე გაიზარდა -"თიბისი კაპიტალი"

ელექტრომობილები

"თიბისი კაპიტალის" მიერ გამოქვეყნებული საქართველოს საავტომობილო ბაზრის მიმოხილვის თანახმად, 2025 წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოში სულ 5,255 ელექტრომობილი შემოვიდა, რაც ახალი ავტომობილების რეგისტრაციების მთლიანი რაოდენობის 4.8%-ს შეადგენს. შედარებისთვის, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში 2,900 ელექტრომობილი შემოვიდა, რაც მთლიანი რეგისტრაციების წილში 3.2%-ს შეადგენდა.

შედარებისთვის, 2025 წლის 9 თვეში რეგისტრირებული ელექტრომობილების რაოდენობა აღემატება მთლიანად 2024 წელს რეგისტრირებულ ელექტრომობილების (4,225 ერთეული) რაოდენობას.

წლების მიხედვით საქართველოში ელექტრომობილების რეგისტრაციის სტატისტიკა ასეთია:

  • 2020 წელს - 340 ერთეული;
  • 2021 წელს - 315 ერთეული;
  • 2022 წელს - 955 ერთეული;
  • 2023 წელს - 1886 ერთეული;
  • 2024 წელს - 4225 ერთეული;
  • 2025 წლის 9 თვეში - 5255 ერთეული.

საქართველოში 2025 წელს რეგისტრირებული ელექტრომობილების 55% აშშ-ში არის წარმოებული; იაპონიაზე 15% მოდის; ჩინეთზე 14%; გერმანიაზე 11% დანარჩენ ქვეყნებზე კი 5%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები