მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატას ახალი დირექტორთა საბჭო ჰყავს

6392d8ac773f8
ინგა მურუსიძე
09.12.22 10:36
6975
7 დეკემბერს, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ყოველწლიური გენერალური ასამბლეა და არჩევნები ჩატარდა. სავაჭრო პალატის წევრმა კომპანიებმა ორგანიზაციის ახალ პრეზიდენტად - ირაკლი ბაიდაშვილი, პირველ ვიცე-პრეზიდენტად - მაიკლ ქოუგლი, ვიცე პრეზიდენტისა და ხაზინადარის პოზიციაზე კი გიორგი თხელიძე აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ბაიდაშვილი აქამდე სავაჭრო პალატაში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ის ამერიკის სავაჭრო პალატაში საქართველოში ამერიკული ინვესტიციით დაფუძნებულ GMT ჯგუფს წარმოადგენს.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი - მაიკლ ქოუგლი აქამდე AmCham-ის ვიცე-პრეზიდენტისა და ხაზინადარის პოზიციას იკავებდა; თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე - გიორგი თხელიძე კი - სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას.

არჩევნებზე ხელახლა აირჩიეს დირექტორთა საბჭოს შემდეგი წევრებიც:

· კოლინ დონოჰი - ოპტიმალ დიჯიტალი
· აიტენ ჰაჯიევა - BP საქართველო
· ოთარ ყიფშიძე - დენტონს საქართველო
· კრეიგ კრამერი (ახლად არჩეული) - Gulf Georgia
· იორდი კუიჯტ - Silk Hospitality/Radisson
· სანდრო შელია - CAI International
· ქეთი ქვარცხავა - იურიდიული ფირმა - BLC
· გიორგი სვანაძე (ახლად არჩეული) - იურიდიული ფირმა - MG Law
· სარა უილიამსონი პრეზიდენტის ემერიტუსად და საბჭოს საპატიო წევრად აირჩიეს
· ბეტსი ჰასკელიც ასევე საბჭოს საპატიო წევრად იქნა დამტკიცებული

ბორდის წევრების არჩევა, 2 წლის ვადით, არჩევნების გზით ხდება. წლევანდელ არჩევნებში სავაჭრო პალატის 112-მა წევრმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

ამერიკის სავაჭრო პალატა (AmCham) ყველაზე დიდი საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციაა საქართველოში, რომელიც 200-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს და ქვეყანაში ბიზნეს ინტერესების დამცველს წარმოადგენს. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს აშშ-სა და საქართველოს შორის, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას.

ამერიკის სავაჭრო პალატაში შემდეგი მიმართულებების კომიტეტები ფუნქციონირებს: სოფლის მეურნეობა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, მშენებლობა და უძრავი ქონება, განათლება, გარემოს დაცვა, ტურიზმი, ინოვაციები და მეწარმეობა.



NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები