30 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 146,527 ადამიანს აქვს დადასტურებული სახით COVID-19. stopcov.ge-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 17,265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ტესტირებებში დადებითობის მაჩვენებელი რეკორდული 25%-ია.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 265 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 8 980 შემთხვევა, აჭარა - 1 913, იმერეთი - 2 247, ქვემო ქართლი - 870, შიდა ქართლი - 679, გურია - 264, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 944, კახეთი -657, მცხეთა-მთიანეთი - 408, სამცხე-ჯავახეთი - 266, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 146 527 საიდანაც:
• 5 191 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 191, აჭარაში - 735, იმერეთში - 1 089.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 007 პირი, მათ შორის, თბილისში - 394, აჭარაში - 143, იმერეთში - 304. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 272 პირი, მათგან თბილისში - 152, აჭარაში - 46, იმერეთში - 27.
• 2 061 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 156 - თბილისში, 639 - აჭარაში.
• 139 275 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.




























