მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში არსებული კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო გზა ახალი არჩევნებია - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუსის ბუდრისი ამბობს, რომ საქართველოში არსებული კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარებაა, რომელიც თანხვედრაში იქნება ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციებთან.

"გვესმის ცნობები ქართველი ხალხის შესახებ, რომელთაც უნდათ ევროპული მომავალი და უკვე 50 დღეზე მეტია ქუჩაში არიან. ეს ვალდებულს გვხდის, რომ პასუხი გვქონდეს ამაზე. გავიხსენოთ საგარეო საქმეთა საბჭოს ბოლო შეხვედრა, როცა ხელიდან გავუშვით ძლიერი მესიჯის გაგზავნის შესაძლებლობა და ძლიერი შემზღუდველი ზომები, რაც ლიეტუვამ მიიღო და შემდეგ ზოგიერთი ქვეყანაც ჩვენს გზას მიჰყვა. ეს უნდა გაგრძელდეს. საქართველოში არსებული კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო გზა არის ახალი არჩევნების ჩატარება, რომელიც თანხვედრაში იქნება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან. სხვა შემთხვევაში ვნახავთ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ვითარება ჩამოინგრევა და ეს არავის ინტერესშია", - განაცხადა მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები