მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ატმის იმპორტი 480%-მდე გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

ექსპორტი

ივნისში ატამი 32%-ით გაძვირდა, რითაც გასულ თვეს ყველაზე გაძვირებულ 10 პროდუქტს შორის მოხვდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარ-მაისში საქართველომ ატმის ექსპორტიდან 85.5%-ით მეტი შემოსავალი მიიღო. იმპორტში კი, 479.9%-ით მეტი გადაიხადა.

უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში საქართველომ $346.5 ათასის 622 ტონა ატამი იყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, $59.7 ათასის 205.8 ტონა. რაც შეეხება ექსპორტს, წელს საქართველომ $125.1 ათასის 135.9 ტონა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 18 ათასი აშშ დოლარის 23.2 ტონა გაყიდა. წელს, ერთადერთი საექსპორტო ქვეყანა სომხეთია.

რაც შეეხება იმპორტს, მთავარი იმპორტიორი თურქეთია, საიდანაც საქართველომ $344.4 ათასის ატამი იყიდა. ნიდერლანდებიდან კი მხოლოდ $2 ათასის ღირებულების ატამი შევიძინეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები