მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ავტოდაზღვევისა და სამედიცინო დაზღვევის მაჩვენებლები გაიზარდა

დაზღვევა

საქართველოში სადაზღვევო სექტორი გაიზარდა. 2025 წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით, ხოლო ავტომობილების შემთხვევაში დაზღვეულია რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების 8%. ეს მაჩვენებლები 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 1-1%-ით.

კერძოდ, 2025 წლის მონაცემებით, სამედიცინო დაზღვევით სარგებლობს 785 361 ადამიანი, მაშინ როცა 2024 წელს 741 174 იყო. შესაბამისად, ზრდა დაახლოებით 6%-ია.

რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მაჩვენებლებს, გასული წლის ბოლოს მდგომარეობით, დაზღვეულია 151 835 მანქანა, 2024 წელს კი დაზღვეული იყო - 138 219. აღსანიშნავია, რომ ავტოდაზღვევა ბოლო ათ წელში სამჯერ არის გაზრდილი. კერძოდ, დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა 2015 წელს 47 561 იყო.

2025 წლის მონაცემებით, სამედიცინო დაზღვევაში ბაზრის წილის ყველაზე დიდი ნაწილი - 24% ჯიპიაის ეკუთვნის, მას მოჰყვება 19%-ით იმედი L-ი, 15%-ით - არდი, 10%-ით - თიბისი, ხოლო 8%-ით - ბენეფიტი. დარჩენილი 24% სხვა დანარჩენ კომპანიებზე ნაწილდება. სადაზღვევო კომპანიებს სამედიცინო დაზღვევის სახეობაში, ჯამურად 600 მლნ ლარის მოზიდული პრემია უფიქსირდებათ.

რაც შეეხება ავტოდაზღვევას, ბაზრის უდიდესი წილი თიბისი დაზღვევას ეკუთვნის 27%-ით, მას მოჰყვება - ალდაგი - 23%-ით, ჯიპიაი - 15%-ით ბენეფიტი - 6%-ით და ვაიზერი - 5%-ით. დარჩენილი 24% სხვა კომპანიებზე ნაწილდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები