მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ავტომობილების 7%-ია დაზღვეული - პოლისების რაოდენობა მზარდია

თბილისის მერია

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 7% დაზღვეულია. ამის შესახებ სადაზღვევო ბაზრის 6 თვის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) პოლისების რაოდენობა მზარდია. კერძოდ, 2024 წლების 30 ივნისის მდგომარეობით, 133 540 მოქმედი პოლისია, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებით, 121 512 პოლისი იყო, ხოლო 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით - 108 486.

მოზიდული პრემიის სიდიდით, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობა მეორე პოზიციაზეა ჯანმრთელობის დაზღვევის შემდეგ. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მოზიდულმა პრემიამ 132 მილიონი ლარი შეადგინა.

6 თვის განმავლობაში სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია და ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • "თიბისი" - მოზიდული პრემია ₾30.5 მლნ, ბაზრის წილი 23%;
  • "ალდაგი" - მოზიდული პრემია ₾27.3 მლნ, ბაზრის წილი 21%;
  • "ჯიპიაი" - მოზიდული პრემია ₾16.3 მლნ, ბაზრის წილი 12%;
  • "ნიუ ვიჟენ" - მოზიდული პრემია ₾10.9 მლნ, ბაზრის წილი 8%;
  • "პსპ" - მოზიდული პრემია ₾7.4 მლნ, ბაზრის წილი 6%.

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებმა 145 მილიონი ლარი სადაზღვევო მოგება მიიღეს, ხოლო წმინდა მოგებამ 67 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს (₾34 მლნ) 2-ჯერ აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები