მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა - ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა - სად ვყიდით და ვყიდულობთ

ავტომობილი ავტოექსპორტი მანქანა

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იანვარ-მარტში 31.3%-ით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იმპორტირებულ საქონელში კვლავ პირველ ადგილს იკავებს 443.8 მლნ აშშ დოლარით 197 მლნ-ით აღემატება, მეორე სასაქონლე ჯგუფს, ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს.

რაც შეეხება ექსპორტს, 2024 წლის 3 თვეში, საქართველოდან 443.8 მლნ აშშ დოლარი ავტომობილები გადაიყიდა, რაც 7.8%-ით მეტია გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით.

Galt&Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძის შეფასებით, შემცირებული იმპორტი, მომდევნო თვეებში ექსპორტის მაჩვენებლებზეც აისახება და მარტში, ექსპორტის კლება მხოლოდ იმიტომ არ დაფიქსირდა, რომ ავტოიმპორტიორებს საკმარისი ნაშთები ჰქონდათ.

საქართველოსთვის ავტომობილების მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ შუააზიაა და ყირგიზეთში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა.

2024 წლის 3 თვეში საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტისთვის TOP-5 ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:

  • ყირგიზეთი - $221.9 მლნ-ს 5 803 ერთეული; (ღირებულების ზრდა 60.7%)
  • ყაზახეთი - $129.3 მლნ-ს 9 714 ერთეული; (ზრდა 32.6%)
  • აზერბაიჯანი - $48.4 მლნ-ს 2 601 ერთეული; (კლება 51.3%)
  • სომხეთი - $22 მლნ-ს 1 393 ერთეული; (კლება 74.7%)
  • ბელგია - 5.5 მლნ-ს 104 ერთეული. (კლება 3.1%)

იმპორტი ყველაზე მეტად იაპონიიდან შემცირდა, რაც სავარაუდოდ წითელი ზღვის კრიზისითაა განპირობებული და ასევე, საქართველოში მარჯვენა საჭიანი მანაქანების გამბაჟების გადასახადის ზრდით. იაპონია კი, სწორედ ასეთ ავტომობილებს აწარმოებს.

TOP-5 იმპორტიორი ქვეყანა:

  • აშშ - $270.6 მლნ-ს 22 350 ერთეული; (კლება ღირებულებაში 28.8%)
  • გერმანია - $83.5 მლნ-ს 1 922 ერთეული; (ზრდა 10.9%)
  • იაპონია - $54.6 მლნ-ს 4 216 ერთეული; (კლება 49.2%)
  • სამხრეთ კორეა - $11.7 მლნ-ს 765 ერთეული; (ზრდა 23.7%)
  • გაერთიანებული სამეფო - 9.7 მლნ-ს 94 ერთეული; (ზრდა 33.1%)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები