მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია MinDoor-ი შეიქმნა - რა გეგმები აქვთ დამფუძნებლებს?

642196af2bf05
ნანუკა ნარიმანიძე
28.03.23 00:20
710
საქართველოში ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია MinDoor დაფუძნდა, რომელიც 2 თვეა საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, კომპანიის მთავარ მიზანს ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა, ბიზნესში ჩართული ქალების ხელშეწყობა და რეგიონებში არსებული კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება წარმოადგენს. ორგანიზაციაზე ვრცლად MinDoor-ის აღმასრულებელი დირექტორმა ლანა ჩხარტიშვილმა და მმარველმა პარტნიორმა ნინო ბერუაშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრეს.

„ჩვენ უკვე შევიმუშავეთ პირველი პროგრამა “Doorway”, რომელიც 30 მარტს განხორციელდება პირველი ნაკადისთვის, ეს კარიერული განვითარების პროგრამაა, რომელიც განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც გარკვეული კარიერული გამოწვევა აქვთ და თავს „კარიერულ ჩიხში“ გრძნობენ, მოცემული პროექტის განმავლობაში ჩვენ ვიმუშავებთ კარიერულ გამოწვევებზე და დავეხმარებით მონაწილეებს აღმოფხვრან ასეთი პრობლემები“, - განმარტა ნინო ბერუაშვილმა.

დამფუძნებლებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ გეგმები დიდია.

„21 საუკუნეში, დასაქმებისთვის მთავარ უნარს იძენს ე.წ. „რბილი უნარები“, სწორედ ამ უნარებს შევასწავლით ახალგაზრდებს ახალი პროექტის ფარგლებში და დავეხმარებით მათ შრომითი ბაზრისთვის მომზადებაში“, - დასძინა ნინო ბერუაშვილმა

გარდა ამისა, კომპანიის გეგმებშია სკოლის მოსწავლეებისთვის პროექტის ჩატარება.

„ვთვლით, რომ ნაადრევ ასაკში მომავალ პროფესიებზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, გვინდა სკოლებში გავესაუბროთ ბავშვებს და შევთავაზოთ „MinDoor Games”, რომლის ფარგლებშიც, თამაშ-თამაშით აღმოაჩენენ უნარებს, ეს პროგრამა ბავშვებისთვის და მშობლებისთვის ერთდროულადაა განკუთვნილი“, - აღნიშნა ლანა ჩხარტიშვილმა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ აქცენტი, როგორც თბილისზე, ასევე რეგიონებზეც აქვთ, ასევე გეგმავენ მრჩეველთა საბჭოს შექმნას.

„ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ქუთაისის, ბათუმის, გორის, თელავის უნივერსიტეტებთან და დაწესებულებებთან, სამომავლო გეგმებში აქცენტი არის რეგიონებზე და აქტიურად ვმუშაობთ საინტერესო პროექტებზე, გარდა ამისა, ვაკომპლექტებთ მრჩეველთა საბჭოს, სადაც პროფესიონალები იქნებიან წარმოდგენილები და სამომავლო გეგმებს კი მათთან ერთად განვიხილავთ“, - თქვა დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, კომპანია MinDoor-ი ორგანიზაცია საპატიო წევრობაზეა დაფუძნებული, რის ფარგლებშიც, ადამიანს, რომელიც იზიარებს კომპანიის მიზნებს, შეუძლია გახდეს გუნდის წევრი. ორგანიზაციასთან დაკავშირება მათი Facebook გვერდითაა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები