მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ბანკებმა საკომისიოებიდან 9 თვეში ₾581 მლნ მიიღეს - ზრდა 19.1%-ია

ლარი

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა საკომისიოებიდან 2024 წლის 9 თვეში 581.3 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, ეს მაჩვენებელი წლიურად 19.1%-ითაა გაზრდილი. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკების მიერ საკომისიოებიდან მიღებული შემოსავალი 488 მლნ ლარი იყო.

იანვარ-სექტემბრის პერიოდში კომერციულ ბანკებს საპროცენტო შემოსავლები სესხებიდანაც გაეზარდათ და წელს ცხრა თვეში ამ მიმართულებით შემოსავალმა 5.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წლიურად 700 მლნ ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.

ფინანსური ანგარიშების თანახმად, 2024 წლის 9 თვეში ბანკების შემოსავლები წყაროების მიხედვით ასე ნაწილდებოდა:

  • საპროცენტო შემოსავლები სესხებიდან - 5.1 მილიარდი ლარი;
  • საკომისიო შემოსავლები - 488 მილიონი ლარი;
  • მოგება ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან - 571 მილიონი ლარი;
  • საპროცენტო შემოსავლები ფასიანი ქაღალდებიდან - 691.3 მილიონი ლარი;
  • საპროცენტო შემოსავლები ჯარიმებიდან - 79.8 მილიონი ლარი;
  • საპროცენტო შემოსავლები განთავსებული სახსრების მიხედვით - 234.8 მილიონი ლარი

აღსანიშნავია, რომ წელს 9 თვეში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2.3 მილიარდი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 255 მილიონი ლარით, ანუ 12.5%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები