ბეტონის წარმოება 2024-25 წლებში რეკორდულ ნიშნულზეა გაზრდილი ნებართვებისა და საჯარო ინფრასტრუქტურაზე დანახარჯების გამო. ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.
მიმოხილვის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში 6 მლნ კუბური მეტრის ბეტონი იწარმოვა, 2024 წელს კი - 6.4 მლნ კუბური მეტრი.

რაც შეეხება ცემენტის წარმოებას, 2025 წელს ქვეყანაში 3,1 მლნ ტონა ცემენტი იწარმოა, ეს მაჩვენებელი 2024 წელს 3 მლნ ტონა იყო. აღსანიშნავია, რომ იმპორტის წილი მცირეა.
Galt&Taggart-ის მიხედვით, გასულ წელს ქვეყანაში ცემენტის იმპორტმა 161 000 ტონა შეადგინა.
2022-24 წლებში სწრაფი ზრდის შემდეგ ცემენტის ფასები 2025 წელს დასტაბილურდა, თუმცა 2026 წელს ფასის 7%-ით ზრდაა მოსალოდნელი
ამასთან, Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2026 წელს სამშენებლო მასალების ფასების ზრდაა მოსალოდნელი. კვლევის მიხედვით, ამ პროცესის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ირანში მიმდინარე კონფლიქტია, რაც მშენებლობის საერთო ღირებულების მატებას დააჩქარებს.
ანგარიშის პროგნოზით, 2026 წელს სამშენებლო მასალების ფასები 8%-ით გაიზრდება, მაშინ როდესაც 2025 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1% იყო. კონფლიქტის ფონზე, გაძვირება შეეხება ძირითად სამშენებლო მასალებს:
- ცემენტი: 2025 წელს ფასების სტაბილიზაციის შემდეგ, 2026 წელს მოსალოდნელია მისი 7%-იანი გაძვირება.
- ბეტონი: ფასის ზრდა პროგნოზირებულია 10%-ის ფარგლებში.
- არმატურა: მოსალოდნელია ღირებულების 6%-იანი მატება.




























