მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ბინადრობის უფლება რუსეთის 2,000 მოქალაქეს მიენიჭა

6309de64e9ecc
BM.GE
27.08.22 12:55
1942
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ პარლამენტარ დავით უსუფაშვილის სადეპუტატო კითხვაზე გაცემული პასუხიდან ირკვევა, რომ 2022 წლის პირველი იანვრიდან 4 აგვისტომდე პერიოდში დროებითი და მუდმივი ბინადრობის უფლება რუსეთის ფედერაციის 1,988 მოქალაქეს მიენიჭა.

მათგან დროებითი ბინადრობის უფლება 1,288 ადამიანს, მუდმივი ბინადრობის უფლება კი 690 ადამიანს მიენიჭა.

სტატისტიკის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს ბინადრობის უფლების მისაღებად რუსეთის 2,824-მა მოქალაქემ მიმართა, საიდანაც აღნიშნული პერიოდისთვის 475 განაცხადზე უარი იყო გაცემული, 1,988-ზე დადებითი პასუხი, დანარჩენი განცხადებები კი განხილვის რეჟიმში იმყოფებოდა.

უშუალოდ ბინადრობის უფლების გარდა, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ დარჩნენ. 

სადეპუტატო კითხვა ქვეყანაში რეგისტრირებულ ახალ კომპანიებში რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობასაც შეეხებოდა. სამინისტროს პასუხიდან ირკვევა, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან 4 აგვისტოს პერიოდში იმ კომპანიების რაოდენობა, რომელთა კაპიტალში რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რეგისტრირებულია წილის მესაკუთრის სახით, 601-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები